იუვე ლაციოს მცველით ინტერესდება
იუვენტუსი ცენტრალური მცველის ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე ლაციოს უკანახაზელი მარიო ხილა იქნება.
25 წლის ფეხბურთელი უკვე წლებია არწივების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, მისი კონტრაქტი რომაელებთან 2027 წლის ზაფხულში იწურება და თუ მან ახალი კონტრაქტი არ გააფორმა, ლაციოს ესპანელის გაყიდვა ზაფხულში მოუწევს.
მირკო დი ნატალეს ცნობით, იუვენტუსს მისი გაფორმება დაახლოებით 35-40 მილიონად შეეძლება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
