იუვე კოსტიჩის შენარჩუნებას გეგმავს
იტალიური მედიის ცნობით, ფილიპ კოსტიჩის იუვენტუსში დარჩენის შანსი დიდია.
SportItalia-ს ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის დროს იგორ ტუდორი ვარჯიშებზე სერბი ფეხბურთელის მუშაობით კმაყოფილი დარჩა, ამიტომ ტურინული გრანდი მის გაყიდვაზე აქტიურად მუშაობას არ აპირებს და თუ გუნდმა კონკრეტული წინადადება არ მიიღო, ფილიპი იუვენტუსში დარჩება.
წყაროს ინფორმაციით, კოსტიჩი სათადარიგო სკამის ფეხბურთელად, ანდრეა კამბიაზოს შემცვლელად მოიაზრება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ