TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვეს კოპმეიენრსის ტრანსფერის დახურვა კომოსთან მატჩამდე სურს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი იმედოვნებს, რომ ტეუნ კოპმეიენრსის ტრანსფერი კომოსთან მატჩამდე დაიხურება და ნიდერლანდელი სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში გუნდის განაცხადში იქნება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსსა და ატალანტას შორის ტრანსფერის ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია, რომლის მიხედვითაც ბერგამოელები ბონუსების ჩათვლით 55 მილიონ ევროს მიიღებენ.

ატალანტა კოპმეიენრსს იუვენტუსში მას შემდეგ გაუშვებს, რაც გუნდი ნიდერლანდელის შემცვლელს დაიმატებს.