TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე კოპმეიენრსის თაობაზე ახალ წინადადებას ორშაბათს წარადგენს

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი ატალანტას ტეუნ კოპმეიენრსის თაობაზე ახალი წინადადებით ორშაბათს მიმართავს.

წყაროს ცნობით, ბიანკონერი უახლოეს საათებში რომაში მატიას სულეს ტრანსფერის გაოფიციალურებას გეგმავს, მიღებული თანხა კი სწორედ კოპმეიენრსის გაფორმებას მოხმარდება.

ლა დეა ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ ნიდერლანდელმა გუნდის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ ის მხოლოდ იუვენტუსში გადასვლას განიხილავს, ამიტომ ბერგამოელებს გარკვეულ დათმობაზე წასვლა მოუწევთ.