TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე კოპმეიენრსის თაობაზე ახალ წინადადებას უკვე ამზადებს

მატიას სულეს რომაში ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია, მიღებული თანხის დიდი ნაწილი კი ატალანტადან ტეუნ კოპმეიენრსის გაფორმებას მოხმარდება.

ალფრედო პედულას ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი ლა დეას ნიდერლანდელის თაობაზე ახალ წინადადებას უკვე უმზადებს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსს კოპმეიენრსის გაფორმება მაქსიმალურად მოკლე დროში სურს, რის შემდეგაც გუნდი სხვა პოზიციების გაძლიერებაზე მუშაობას გააგრძელებს.