იუვენტუსი კონტეს გაფორმებას უმოკლეს დროში ეცდება
გამოცემა DAZN-ის ინფორმაციით, იუვნეტუსს ანტონიო კონტეს გაფორმება უმოკლეს დროში სურს.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი კონტეს 3-წლიან კონტრაქტს და სეზონში გასამრჯელოს სახით 8 მილიონ ევროს სთავაზობს.
გამოცემის ინფორმაციით, ნაპოლი მაქს ალეგრისთან მოლაპარაკებებს აგრძელებს და კონტეს გუნდიდან წასვლის შემთხვევაში სწორედ მის გაფორმებას ეცდება.