TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე კონსეისაუსა და გონსალესის ტრანსფერების დახურვას ცდილობს

ალფრედო პედულას ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი ერთდროულად ორი გარემარბის ფრანცისკო კონსეისაუსა და ნიკო გონსალესის ტრანსფერების დახურვას ცდილობს.

წყაროს ცნობით, ალბერტ გუდმუნდსონი ჯენოადან ფიორენტინაში ტრანსფერთან ახლოს არის, რაც გონსალესს ტურინისკენ გზას გაუხსნის.

მოლაპარაკებები გრძელდება იუვენტუსსა და პორტუს შორისაც, ფეხბურთელს კარიერის ტურინში გაგრძელება უნდა და გუნდები ტრანსფერის ფორმულასა და ეკონომიკურ ასპექტებზე შეთანხმების მიღწევას ცდილობენ.

68 views
error: დაცული კონტენტი !