იუვე კონსეისაუს გასაფორმებლად ახალ წინადადებას ამზადებს
პორტუგალიური გამოცემა Record-ის ინფორმაციით, იუვენტუსი პორტუს ფრანცისკო კონსეისაუს თაობაზე უახლოეს პერიოდში ახალი წინადადებით მიმართავს.
წყაროს ცნობით, ბიანკონერი ფეხბურთელის 1-წლიან იჯარაში 10 მილიონ ევროს გადაიხდის, მისი შემდგომში 20-25 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულებით.
თავად ფეხბურთელს იუვენტუსში გადასვლა სურს და იმედი აქვს, გუნდები ტრანსფერის ფორმულასთან დაკავშირებით საერთო ენას გამონახავენ.