TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს კონსეისაუს გამოსყიდვა გადაწყვეტილი აქვს

ფრანცისკუ კონსეისაუმ იუვენტუსის მაისურით მოედანზე არც თუ ისე ბევრი დრო გაატარა, თუმცა პორტუგალიელმა ტალანტმა როგორც ქომაგების, ასევე გუნდის ხელმძღვანელობის გული უკვე მოიგო და ბიანკონერის მისი გამოსყიდვა გადაწყვეტილი აქვს.

კონსეისაუს 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ იუვენტუსმა ზაფხულში 7 მილიონი ევრო გადაიხადა. მის კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, ნებისმიერ გუნდს სეზონის ბოლოს ფეხბურთელის 30 მილიონად გამოსყიდვა შეუძლია, თუმცა პრიორიტეტი იუვენტუსს ექნება.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კონსეისაუს ტურინში დარჩენა ფაქტობრივად გადაწყვეტილია, თუმცა კრისტიანო ჯუნტოლი მისი გამოსასყიდი თანხის 20-25 მილიონამდე შემცირებას ეცდება, რაშიც თავად ფეხბურთელის იუვენტუსში დარჩენის სურვილიც დაეხმარება.