TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი კონსეისაუს არ გამოისყიდის

Tuttomercato-ს ინფორმაციით, შიკო კონსეისაუ მიმდინარე სეზონის ბოლოს იუვენტუსის რიგებს დატოვებს.

22 წლის ფეხბურთელი ტურინულ გრანდს ზაფხულში 1-წლიანი იჯარით შეუერთდა და სეზონის საკმაოდ კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო თვეებში ის მოლოდინების გამართლებას ვერ ახერხებს, ამიტომ ტურინული გრანდი პორტუგალიელის სანაცვლოდ მოთხოვნილი 30 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს.

მოსალოდნელია, რომ კონსეისაუ გუნდს არც მსოფლიო საკლუბო მუნდიალზე დაეხმარება.

error: დაცული კონტენტი !