იუვე კოლო მუანის ტრანსფერზე მუშაობას ზაფხულში განაახლებს
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რანდალ კოლო მუანი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში რჩება.
წყაროს ცნობით, ტოტენჰემმა იუვენტუსს აცნობა, რომ ფრანგი ფორვარდის შემცვლელი ვერ იპოვნა, რის გამოც მისი იჯარის გაწყვეტაზე უარი თქვა.
რომანოს თქმით, კოლო იუვენტუსის პოტენციური სამიზნეების სიაში რჩება და ტურინული გრანდი მის გაფორმებას ზაფხულში კიდევ ერთხელ ეცდება. ის დუშან ვლაჰოვიჩის ერთ-ერთ შემცვლელად მოიაზრება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
