TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე კოლო მუანის ტრანსფერზე მუშობას აგრძელებს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბიანა დელა ვალეს ცნობით, იუვენტუსი რანდალ კოლო მუანის გაფორმების იმედს არ კარგავს.

წყაროს ცნობით, კოლოს ტურინში დაბრუნება პირადად იგორ ტუდორის მოთხოვნაა და დამიენ კომოლი პარიზელებთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს.

კოლოს გაფორმების სურვილი გასულ დღეებში არაერთმა გუნდმა, მათ შორის ტოტენჰემმა, მანჩესტერ იუნაიტედმა და ნიუკასლმა გამოთქვეს, მაგრამ მუანის პრიორიტეტი იუვენტუსში დაბრუნებაა.

პსჟ კოლო მუანის სანაცვლოდ 60 მილიონს ითხოვს და მის იჯარით გაშვებაზე უარს ამბობს, რისი გადახდაც იუვეს გეგმებში არ შედის…

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

95 views
error: დაცული კონტენტი !