იუვენტუსსა და კოლო მუანის აგენტს შორის მოლაპარაკებები აქტიურად გრძელდება
რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსი რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.
წყაროს ცნობით, ფრანგს მსურველები მრავლად ჰყავს, თუმცა მისი პრიორიტეტი იუვენტუსში დაბრუნებაა და სხვა გუნდებთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს.
პარიზელთა მოთხოვნილი ფასი ამ მომენტისთვის 45 მილიონია, მაგრამ კოლოს ცუდი სეზონისა და მისი იუვენტუსში გადასვლის სურვილის ფონზე, პსჟ-ს სავარაუდოდ გარკვეულ დათმობაზე წასვლა და მისი 30-35 მილიონად გაშვება მოუწევს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
