TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი კოლოს სანაცვლოდ მოთხოვნილი 55-60 მილიონის გადახდას არ აპირებს

იუვენტუსის პრიორიტეტი შეტევის გასაძლიერბელად კვლავ რანდალ კოლო მუანია, მაგრამ პსჟ-ს მკაცრი პოზიცია ფრანგის ტურინში დაბრუნებას ფაქტობრივად გამორიცხავს.

Tuttomercato-ს ცნობით, პარიზელები კოლოს იჯარით გაშვებაზე უარს ამბობენ და მის სანაცვლოდ 55-60 მილიონს ითხოვენ, რომლის მიღებაც დაუყოვნებლივ სურს.

იუვენტუსს ახალი ფორვარდის გასაფორმებლად პირველ რიგში დუშან ვლაჰოვიჩის გაყიდვა მოუწევს, თუმცა კოლო მუანის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის გადახდას არც კი განიხილავს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

74 views
error: დაცული კონტენტი !