იუვე კოლო მუანის კვლავ იჯარით გაფორმებას ცდილობს
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება.
მხარეებმა ტრანსფერის ფინანსური დეტალები შეათანხმეს, რომლის მიხედვითაც ტურინული გრანდი ფრანგს 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ გაიფორმებს და 10 მილიონს გადაიხდის, მისი შემდგომში 45 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესაძლებლობით.
მთავარი პრობლემა ახლა გამოსასყიდი პუნქტის დეტალებია. ფრანგებს სურთ, რომ სეზონის ბოლოს იუვენტუსმა კოლო გარანტირებულად გამოისყიდოს, ტურინულ გრანდს კი უნდა, რომ გამოსასყიდი პუნქტი სავალდებულო მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდეს, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                