TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე კოლოს გაფორმების იმედს არ კარგავს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსი რანდალ კოლო მუანის გაფორმების იმედს არ კარგავს.

წყაროს ცნობით, დღეს ტურინულმა გრანდმა პსჟ-სთან კოლოს თაობაზე მოლაპარაკებები გამართა და გუნდებს შორის ტრანსფერის სტრუქტურასა და ფინანსური ასპექტების თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს.

რომანოს თქმით, ამ მომენტისთვის ტოტენჰემი კოლოს იჯარის გაწყვეტაზე უარს ამბობს, ის მანჩესტერ სიტისთან მატჩში ძირითად შემადგენლობაშია, თუმცა იუვენტუსი იმედოვნებს, რომ მომდევნო საათებში ინგლისელები აზრს შეიცვლიან.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !