იუვე კოლო მუანის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის კოლო მუანის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
მატეო მორეტოს ცნობით, ტურინულ გრანდსა და პარიზელებს შორის მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია, თუმცა იუვენტუსის გარდა ფეხბურთელის ტრანსფერზე არაერთი ევროპული გუნდი მუშაობს.
ბოლო საათებში გააქტიურდა ტოტენჰემი, ლონდონელები პარიზელებს ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარით გაფორმებას სთავაზობენ, მისი შემდგომში 55-60 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით.