TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

შკრინიარის პარალელურად, ჯუნტოლი კივიორის ტრანსფერზეც მუშაობს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილან შკრინიართან ერთად, იუვენტუსს კიდევ ერთი მცველის გაფორმება სურს და მათ შორის ერთ-ერთი ფავორიტი უაკუბ კივიორი გახლავთ.

პოლონელი ფეხბურთელი არსენალში სათამაშო დროს ფაქტობრივად არ იღებს, რის გამოც მას იანვარში გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი და იუვენტუსი 24 წლის მცველის იჯარით გაფორმებას ეცდება.

კივიორს როგორც ცენტრში, ასევე ფლანგზე თამაშიც შეუძლია და ის ხუან კაბალის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება.

error: დაცული კონტენტი !