TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კალულუს უარის შემთხვევაში, იუვენტუსი კივიორის კანდიდატურას დაუბრუნდება

იუვენტუსი პიერ კალულუს საბოლოო პასუხის მოლოდინშია და ფრანგის უარის შემთხვევაში ბიანკონერი არსენალიდან იაკუბ კივიორის გაფორმებას ეცდება.

იუვენტუსსა და მილანს შორის კალულუს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს, თუმცა ფეხბურთელს მაქსიმალურად მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, ამიტომ ჯერჯერობით იუვენტუსის წინადადების მიღებას არ ჩქარობს.

Tuttosport-ის ცნობით, თუ იუვენტუსმა კალულუს საბოლოო პასუხი უახლოეს საათებში არ მიიღო, ბიანკონერი არსენალიდან იაკუბ კივიორის გაფორმებას ეცდება.