იუვე კიეზას გაფორმებას სერიოზულად განიხილავს
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფედერიკო კიეზას იუვენტუსში დაბრუნება მხოლოდ იდეა არ არის.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი იტალიელი ფეხბურთელის გაფორმებას სერიოზულად განიხილავს, რადგან მისი ბიანკონერის რიგებში ხილვა ლუჩიანო სპალეტის სურს.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის, ლივერპულს ფედერიკოს 6-თვიანი იჯარა შესთავაზოს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
