იუვე კიეზას სანაცვლოდ რომასგან 20-25 მილიონს ითხოვს…
ალფრედო პედულას ინფორმაციით, რომამ იუვენტუსთან ფედერიკო კიეზას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.
წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლიმ იტალიელი ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვიტა და მისი გაფორმებით ერთ-ერთი ყველაზე დაინტერესებული მხარე სწორედ ჯალოროსია, სადაც ფედერიკოს ხილვა პირადად დანიელე დე როსის სურს.
პედულას თქმით, იუვენტუსი მზად არის, კიეზა 20 მილიონისა და ბონუსების სანაცვლოდ გაუშვას…