TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე კესის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება

იუვენტუსი ნახევარდაცვის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს და ბიანკონერის ერთ-ერთი სამიზნე ფრანკ კესი გახლავთ.

მილანის ყოფილი ნახევარმცველი, რომელიც ამჟამად არაბული ალ-აჰლის ფეხბურთელია, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ევროპაში დაბრუნებას გეგმავს.

SportItalia-ს ინფორმაციით, თუ კესიმ ალ-აჰლისთან კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა, იუვე 28 წლის კოტ-დიუვარელის უფასოდ გაფორმებას ეცდება.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

60 views
error: დაცული კონტენტი !