იუვენტუსი კესის პასუხის მოლოდინშია
იუვენტუსი ფრანკ კესის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდი კოტ-დიუვარელ ფეხბურთელს თავისი ფიზიკურობის, ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლებისა და გამოცდილების გამო ნახევარდაცვის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს.
იუვენტუსი მზად არის, კესის 3-წლიანი კონტრაქტი და სეზონში გასამრჯელოს სახით 5 მილიონი ევრო შესთავაზოს. იუვენტუსის გარდა, კესის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გუნდი, მათ შორის ინტერი იჩენს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
