TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი კესის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს

ფრანკ კესი იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე რჩება.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსს მილანის ყოფილი ნახევარმცველის გაფორმება სეზონის ბოლოს სურს, როდესაც მისი კონტრაქტი ალ-აჰლისთან ამოიწურება და კოტ-დიუვარელი თავისუფალი აგენტი იქნება.

წყაროს ცნობით, არაბები თავის მხრივ კესის შენარჩუნებას იმედოვნებენ და მას ახალი კონტრაქტი უკვე შესთავაზეს. საბოლოო გადაწყვეტილებას თავად 29 წლის ნახევარმცველი მიიღებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !