იუვენტუსი კესის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ფრანკ კესის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
წყაროს ცნობით, თუ კოტ-დიუვარელმა ფეხბურთელმა ალ-აჰლისთან კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია და თავისუფალი აგენტი გახდა, ტურინული გრანდი მის გაფორმებას ეცდება.
28 წლის ფეხბურთელს ევროპაში დაბრუნება სურს და ის კარიერის იუვენტუსში გაგრძელების წინააღმდეგი არ იქნება…
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                