TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი კესის აგენტთან მოლაპარაკებებს აგრძელებს

ფრანკ კესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება.

ტურინული გრანდი კოტ-დიუვარელი ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე შეუდგა და იმედი აქვს, 29 წლის ნახევარმცველი მომდევნო კვირებში პრე-კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ალ-აჰლიმ კესის ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი უკვე შესთავაზა, რომლის მიხედვითაც მისი წლიური გასამრჯელო 14 მილიონი ევრო იქნება, მაგრამ კესის პრიორიტეტი ევროპაში დაბრუნებაა და იუვენტუსის წინადადებას სერიოზულად განიხილავს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !