TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე კიეზას თაობაზე ახალ წინადადებას ამზადებს

იუვენტუსსა და ლივერპულს შორის ფედერიკო კიეზას თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ტურინული გრანდი უახლოეს დღეებში ინგლისელებს კიეზას თაობაზე ახალი წინადადებით მიმართავს.

წყაროს ცნობით, იუვე კიეზას 6-თვიანი იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

ლივერპულს კიეზას შენარჩუნება, ან მისი ახლავე გაყიდვა სურს, თუმცა ფეხბურთელი ტურინში დაბრუნებას ითხოვს და არ არის გამორიცხული, ინგლისელები იუვენტუსის წინადადებას დათანხმდნენ.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !