TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე კაპრილეს მიმართ ინტერესს არ კარგავს

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი კალიარის კარის დარაჯის ელია კაპრილეს მიმართ ინტერესს არ კარგავს.

მიკელე დი გრეგორიოს არასტაბილური თამაშის ფონზე, სეზონის ბოლოს მისი გუნდიდან წასვლა გამორიცხული არ არის და იუვენტუსი პოტენციური შემცვლელების ძიებაშია.

სკირას თქმით, 24 წლის კაპრილე დი გრეგორიოს წასვლის შემთხვევაში იუვენტუსის პრიორიტეტი იქნება. მისი გაფორმება ტურინულ გრანდს 20-25 მილიონად შეეძლება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !