TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე კალულუს ახალ კონტრაქტზე მუშაობს

იუვენტუსი პიერ კალულუსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.

კალულუ მიმდინარე სეზონში იუვენტუსის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა. მან მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 23-ივე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და თითოეულ მათგანში მოედანზე 90 წუთი გაატარა, რაც იტალიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

კალულუს მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, იუვენტუსს ხელშეკრულების 2030 წლამდე გახანგრძლივება და მისი ხელფასის 2.5 მილიონიდან 3 მილიონამდე გაზრდა სურს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !