იუვე კალაბრიას ტრანსფერით ინტერესდება
იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, იუვენტუსი მილანის მცველის დავიდე კალაბრიას ტრანსფერით ინტერესდება.
28 წლის განაპირა მცველის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან სეზონის ბოლოს იწურება და ის დიდი ალბათობით გუნდს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი კალაბრიასთან მოლაპარაკებებს თებერვალში დაიწყებს, როდესაც ფეხბურთელს პრე-კონტრაქტის გაფორმება შეეძლება.