იუვე კაფის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი ბრუკ ნორტონ-კაფის ტრანსფერის თაობაზე მუშაობას აგრძელებს.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი მზად არის, ფეხბურთელი 6-თვიანი იჯარით გაიფორმოს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
დი მარციოს ცნობით, ჯენოა ფეხბურთელის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუ სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვა სავალდებულო იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
