იუვენტუსი კაბალის ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
იუვენტუსი ხუან კაბალის ტრავმის გამო FIFA-სგან კომპენსაციას მიიღებს.
გუნდების დაცვის პროგრამის მიხედვით, ნაკრებთან ერთად ვარჯიშის ან თამაშის დროს ფეხბურთელის მიერ ტრავმის მიღების შემთხვევაში FIFA-ს მისი ხელფასის დაფარვა უწევს, ამიტომ ბიანკონერი კომპენსაციის სახით 1.7 მილიონ ევროს მიიღებს.
აღნიშნული თანხა ტურინული გრანდის ანგარიშზე სეზონის ბოლოს ჩაირიცხება.