TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე კაბალის შეცვლას NextGen-ის ტალანტით გეგმავს

იტალიური წყაროების ცნობით, იუვენტუსმა შესაძლოა ტრავმირებული ხუან კაბალის შემცვლელის გაფორმებაზე უარი თქვას და კოლუმბიელი NextGen-ის ტალანტით ჩაანაცვლოს.

SportItalia-ს ცნობით, ტურინული გრანდი იონას რუჰის დაწინაურებას და მის ძირითად გუნდში საბოლოოდ შენარჩუნებას გეგმავს.

20 წლის შვედ ტალანტს სერია ა-ში თამაშის გამოცდილება მიმდინარე სეზონში უკვე აქვს და მისთვის ადაპტაციის გავლა პრობლემა არ იქნება.

41 views
error: დაცული კონტენტი !