იუვე კაიო ჟორჟეს სანაცვლოდ მსუყე ბონუსს მიიღებს
იუვენტუსის ყოფილი ფორვარდი კაიო ჟორჟე დიდი ალბათობით მომდევნო ზაფხულს ევროპაში დაბრუნდება და ტურინული გრანდი მისი ტრანსფერით საკმაოდ კარგ ბონუსს მიიღებს.
ტურინულმა გრანდმა ბრაზილიელი ტალანტი 2021 წელს სანტოსიდან 7 მილიონ ევროდ გაიფორმა, თუმცა სამწუხაროდ ტრავმის გამო კაიოს თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მიეცა.
იუვენტუსმა ის კრუზეიროში 2024 წელს 7.2 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვა, სადაც 23 წლის ფორვარდი შესანიშნავად გამოიყურება.
მის აქტივში მიმდინარე სეზონში 36 მატჩში 22 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა, კარგი თამაშით კი არაერთი ევროპული გუნდის ინტერესი დაიმსახურა.
GOAL.com-ის ცნობით, კრუზეირო კაიოს სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს, კონტრაქტის მიხედვით კი ამ თანხის 30 პროცენტი იუვენტუსის ანგარიშს შეავსებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
