იუვე ჟესუსის ტრანსფერით ინტერესდება
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი არსენალის ფორვარდის გაბრიელ ჟესუსის ტრანსფერით ინტერესდება.
ტურინული გრანდი დუშან ვლაჰოვიჩის შემცვლელების ძიებას აქტიურად აგრძელებს და Tuttomercato-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი ფორვარდი ბიანკონერის ერთ-ერთი სამიზნე იქნება.
წყაროს ცნობით, არსენალი ჟესუსის გაშვების წინააღმდეგი არ იქნება, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე მის სანაცვლოდ 30-35 მილიონს გადაიხდის. არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა მისი გაფორმება იავნარშივე ცადოს, თუ დუშან ვლაჰოვიჩი ზამთარში გუნდს დატოვებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
