TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ჟერგოვას მიმართ ინტერესს არ კარგავს

ლილის ვინგერი ედონ ჟერგოვა ფრანგული გუნდის რიგებში კიდევ ერთ გამორჩეულ სეზონს ატარებს და მისი ტრანსფერით არაერთი ევროპული გრანდი, მათ შორის იუვენტუსი ინტერესდება.

ტურინული გრანდი 25 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს გასულ ზაფხულსაც იჩენდა და IlBianconero-ს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი კოსოვოელის გაფორმებას სეზონის ბოლოს კიდევ ერთხელ ეცდება.

ჟერგოვას მიმდინარე კონტრაქტი ლილთან 2026 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ ფრანგებს სეზონის ბოლოს მისი გაშვება საკმაოდ კარგ ფასად მოუწევთ.

error: დაცული კონტენტი !