TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ჟეგროვას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

ლილის პრეზიდენტის კომენტარის მიუხედავად (იხილეთ აქ), რომ ედონ ჟეგროვა გუნდს არ დატოვებს, იუვენტუსი კოსოვოელის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

ნიკოლო სკირას ცნობით, 26 წლის ფეხბურთელსა და იუვენტუსს შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს და მას კარიერის ტურინულ გრანდში გაგრძელება სურს.

წყაროს ინფორმაციით, თუ იუვენტუსმა გონსალესი გაყიდა, ლილს ჟეგროვას თაობაზე ახალი წინადადებით მიმართავს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

290 views
error: დაცული კონტენტი !