TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ჯალოს გამოყენებას კონსეისაუს ტრანსფერში გეგმავს

ტიაგუ ჯალო პორტუს რიგებს 1-წლიანი მშრალი იჯარით ოფიციალურად შეუერთდა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის სეზონის ბოლოს ტურინულ გრანდში დაბრუნდეს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი პორტუგალიელი ფეხბურთელის ფრანცისკო კონსეისაუს ტრანსფერში ჩართვასა და მის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის შემცირებას გეგმავს.

კრისტიანო ჯუნტოლის იმედი აქვს, რომ კონსეისაუს შენარჩუნებას 15 მილიონი ევროსა და ჯალოს სანაცვლოდ შეძლებს.

შეგახსენებთ, ფრანცისკოს გამოსასყიდი თანხა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 30 მილიონი ევრო იქნება.