TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე იტალიელი ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი იტალიელი ნახევარმცველის იაკოპო ფაცინის ტრანსფერით ინტერესდება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსს გუნდში მეტი იტალიელი ფეხბურთელის ხილვა სურს და 22 წლის ტალანტი მათი ერთ-ერთი სამიზნე გახლავთ.

ახალგაზრდა ნახევარმცველმა გასულ სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

error: დაცული კონტენტი !