იუვენტუსი სიმონე ინძაგის კანდიდატურას განიხილავს…
იტალიური გამოცემა Il Messaggero-ს ინფორმაციით, იუვენტუსი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ინტერის თავკაცს სიმონე ინძაგის განიხილავს.
წყაროს ცნობით, ინძაგის მიმართ ინტერესი პირადად ჯონ ელკანის მხრიდან მოდის და თუ იუვენტუსს ანტონიო კონტეს გაფორმება არ გამოუვიდა, ბიანკონერის ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ინძაგი იქნება.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი ინძაგისთან მოლაპარაკებების დაწყებას ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გეგმავს…