იუვე ილდისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას იანვარში გეგმავს
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, კენან ილდისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება დამიენ კომოლის აბსოლუტური პრიორიტეტია.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეხვედრა იანვარში გაიმართება, რომლის დროსაც იუვენტუსი ახალ, გაუმჯობესებულ წინადადებას წარადგენს.
სკირას თქმით, იუვენტუსი მზად არის, ილდისს ახალი კონტრაქტის მიხედვით, რომელიც 2031 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი, სეზონში 6 მილიონი ევრო შესთავაზოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
