TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ილდისთან ახალ კონტრაქტს კვირის ბოლომდე გააფორმებს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კენან ილდისი იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს მიმდინარე კვირის ბოლომდე გააფორმებს.

თურქი ფეხბურთელი ტურინულ გრანდთან ხელშეკრულებას 2031 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და მისი წლიური გასამრჯელო 1.5 მილიონიდან 6 მილიონამდე გაიზრდება.

ილდისის გაფორმებას არაერთი ევროპული გრანდი ცდილობდა და მას უკეთეს ფინანსურ წინადადებებს სთავაზობდნენ, მაგრამ თურქის პრიორიტეტი ყოველთვის იუვენტუსში დარჩენა იყო.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !