იუვე ილდისს გაუმჯობესებულ წინადადებას უმზადებს
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსსა და კენან ილდისს შორის თვის ბოლომდე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი თურქ ფეხბურთელს ახალ, გაუმჯობესებულ წინადადებას წარუდგენს.
ბიანკონერი მზად არის, ილდისს ხელფასის სახით სეზონში 5-5.5 მილიონი ევრო შესთავაზოს, რასაც ბონუსების სახით კიდევ 0.5-1 მილიონი დაემატება, ბონუსები კი ჩემპიონთა ლიგასა და ილდისის პირად სტატისტიკაზე იქნება მიბმული.
ილდისი სეზონში გარანტირებულად 6 მილიონს ითხოვს, თუმცა მხარეები ნელ-ნელა შეთანხმებას უახლოვდებიან.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
