TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ილდისის მოთხოვნილი ხელფასის გადახდას დათანხმდა

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსსა და კენან ილდისს ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე სულ რამდენიმე დეტალი აშორებთ.

წყაროს ინფორმაციით, ევროპული გრანდების მხრიდან მზარდი ინტერესის ფონზე, ბიანკონერი თურქი ფეხბურთელის მიერ მოთხოვნილი 6 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდა.

ილდისი ტურინულ გრანდთან ხელშეკრულებას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს, მისი კიდევ 1 წლით გაგრძელების პერსპექტივით. კენანის გასამრჯელო 1.5 მილიონიდან ბონუსების ჩათვლით 6 მილიონამდე გაიზრდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

222 views
error: დაცული კონტენტი !