იუვენტუსში ილდისის გაშვება არც კი განიხილება
გასულ დღეებში კენან ილდისის მიმართ ინგლისური გრანდების მხრიდან არსებული ინტერესის თაობაზე არაერთხელ დაიწერა, თუმცა იუვენტუსში თურქი ტალანტის გაშვება არც კი განიხილება.
CaughtOffside-ს ცნობით, კენანის მიმართ ინტერესს ლივერპული და არსენალი იჩენენ, თუმცა თურქის იუვენტუსიდან წასვლა ფაქტობრივად გამორიცხულია.
Calciomercato-ს ცნობით, თურქი ფეხბურთელი იუვენტუსის პროექტის წამყვან ფიგურად მოიაზრება და გუნდი მის სანაცვლოდ მიღებული წინადადებების განხილვასაც არ აპირებს.