TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ილდისის აგენტთან შეხვედრას მომდევნო კვირაში გამართავს

იუვენტუსსა და კენან ილდისს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარკებები გრძელდება.

Tuttomercato-ს ცნობით, ტურინული გრანდი თურქი ტალანტის წარმომადგენელს მომდევნო კვირაში კიდევ ერთხელ შეხვდება და მხარეები საერთო ენის გამონახვას ეცდებიან.

ბოლო ინფორმაციის მიხედვით, იუვენტუსი ილდისს სეზონში 4.5 მილიონს სთავაზობს, რაც ბონუსების ჩათვლით 5 მილიონამდე გაიზრდება, კენანი კი გარანტურებულ 5.5 მილიონსა და ბონუსებს ითხოვს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

146 views
error: დაცული კონტენტი !