TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე იანვარში მირეტის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება

იტალიური მედიის ცნობით, იანვარში ფაბიო მირეტის იუვენტუსიდან წასვლა გამორიცხული არ არის.

La Stampa-ს ცნობით, სპალეტის იტალიელი ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, თუმცა თუ იუვენტუსი იანვარში შესაბამის წინადადებას მიიღებს, ტურინული გრანდი მის გაშვებას დათანხმდება.

გამოცემის ინფორმაციით, მირეტის მიმართ ინტერესს ლაციო იჩენს, სადაც ფაბიოს ხილვა პირადად მაურიციო სარის სურს. იუვენტუსს მირეტის სანაცვლოდ 15-20 მილიონის მიღება უნდა, თუმცა არ არის გამორიცხული, არწივებმა ამ თანხის შემცირება ტრანსფერში ხრისტოს მანდასის ჩართვით სცადონ, რომელიც მატია პერინის შემცვლელად განიხილება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !