TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე იანვარში კოლო-მუანის მიუბრუნდება

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი იანვარში რანდალ კოლო მუანის დაბრუნებას ეცდება.

ფრანგი ფორვარდი იუვენტუსს გასული სეზონის იანვარში შეუერთდა და ბიანკონერის რიგებში გატარებული წარმატებული 6 თვის შემდეგ, იუვენტუსი ფეხბურთელის შენარჩუნებას აქტიურად ცდილობდა, თუმცა პსჟ-სთან საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა, რის გამოც კოლო საბოლოო ჯამში მშრალი იჯარით ტოტენჰემს შეუერთდა.

კოლოს კარიერა ინგლისში არც თუ ისე წარმატებულად ვითარდება, მის აქტივში ინგლისური გუნდის რიგებში ჩატარებულ 8 მატჩში მხოლოდ 1 საგოლე გადაცემაა და ტოტენჰემი ფეხბურთელის არენდის ნაადრევად გაწყვეტის წინააღმდეგი არ იქნება.

Tuttomercato-ს ცნობით, თუ კოლო იანვარში ხელმისაწვდომი იქნება, იუვენტუსი მის იჯარით გაფორმებას ეცდება, ამჯერად ფეხბურთელის გამოსყიდვის პერსპექტივით.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !