TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე იანვარში ედერსონის გაფორმებას ეცდება

იუვენტუსის პრიორიტეტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნახევარდაცვის გაძლიერება იქნება და იტალიური მედიის ცნობით, ტურინული გრანდის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე ატალანტას ფეხბურთელი ედერსონი გახლავთ.

ბიანკონერი 26 წლის ბრაზილიელის მიმართ ინტერესს უკვე დიდი ხანია იჩენს და ტურინული გრანდი მზად არის, ლა დეასთან ედერსონის თაობაზე მოლაპარაკებები განაახლოს.

SportItalia-ს ცნობით, ედერსონს გუნდის დატოვება უნდა, ამიტომ მიმდინარე კონტრაქტს, რომელიც 2027 წლის ზაფხულში იწურება არ გაახანგრძლივებს, რის გამოც ატალანტა მზად არის, ის იანვარში 35-40 მილიონის სანაცვლოდ გაასხვისოს.
 
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !