TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე იანვარში დევიდის გაფორმებას ეცდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი იანვარში ჯონათან დევიდის გაფორმებას ეცდება, რაც ტურინულ გრანდს სეზონის ბოლოს ზედმეტ კონკურენციას თავიდან აარიდებს.

კანადელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ლილთან სეზონის ბოლოს იწურება და მისი გაფორმება იუვენტუსს იანვარში საკმაოდ იაფად შეეძლება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი დევიდს არა ვლაჰოვიჩის შემცვლელად, არამედ გუნდში მის კონკურენტად მოიაზრებს და ლილს იანვარშ ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 15 მილიონ ევროს შესთავაზებს.